გორელი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
შეჯიბრი თურქეთის ქალაქ მერსინში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მძლეოსანმა სტამბულში გამართულ ბალკანეთის ჩემპიონატზე ბირთვის კვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოს ჩემპიონატი კი გამარჯვებით დაასრულა.
„ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა ვიკრებ ძალებს, რომ აქტიურად გავაგრძელო სპორტული კარიერა. გასული ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა შეჯიბრზე წარმატებით ვიასპარეზე. ამჟამად პორტუგალიაში გასამართი ტურნირისთვის ვემზადები, რომელიც 9-10 მარტს ჩატარდება. ყველა წარმატება ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების დაგროვებას ემსახურება“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა გიორგი მუჯარიძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება