გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულად დახმარებას მიიღებენ.
მერიის ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებენ: ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით); შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებული, სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000- ის ჩათვლით); ბრონქიალური ასთმით (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით); ფარისებრი ჯირკვლის (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) და თვალის ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გლაუკომა, სამედიცინო კოდი H40 დან - H42 ჩათვლით; H42* სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით).
რაც შეეხება მედიკამენტების შესაძენი თანხის წლიურ ლიმიტს, 300 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: gori. gov. ge