გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ჟან ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ძალად ექიმს“ წარუდგენს.
საპრემიერო ჩვენებები 9 და 10 მარტს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ერთმოქმედებიან კომედიაში მაღი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, გიორგი გოგუაძე, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთევან ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge