საზოგადოება
22.02.2024 11:11
ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსი ალექსანდრე ზაზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში, სასწავლებლის ყოფილ მოსწავლესთან, ამერიკის კონექტიკუტის შტატის „USA Got Talent“-ის („ნიჭიერი“) 2022 წლის გამარჯვებულ ალექსანდრე ზაზარაშვილთან შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიებაში ვოკალისტის ნანა სამხარაძის მოსწავლეები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე ზაზარაშვილს და მის პედაგოგს ნანა სამხარაძეს წარმატებული შემოქმედებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ქართულ კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. 17 წლის აღიარებულმა მუსიკოსმა კი ფულად ჯილდოც მიიღო.

შეხვედრას ღონისძიების ავტორი, რეჟისორი მაგული გარდაფხაძე უძღვებოდა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ზაზარაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და სიმღერების ავტორი, ამერიკის კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერის“, უკრაინული „ვოისის“ და არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორია.

 

 

კვირის ამბები