საზოგადოება
22.02.2024 10:45
გორის მუნიციპალიტეტის მერია ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება და საჭირო სამედიცინო კვლევებს 500 ლარის ფარგლებში დაუფინანსებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარება სტაციონარული მკურნალობის ხარჯების გასტუმრებაშიც - ასეთ შემთხვევაში წლის ლიმიტი 500 ლარია. რაც შეეხება ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფას, ასევე, 500 ლარით დაფინანსდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

„გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას 2024 წელსაც სთავაზობს. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში (დოკუმენტის ბმული - https://shorturl. at / dhyX9 )“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები