სპორტი
21.02.2024 14:59
საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე გორელმა ძიუდოისტებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს

გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები თორნიკე გიუნაშვილი (73 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა), გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა), ლაშა ადუაშვილი (46 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) და იოანე აბალაკი (კლუბი „გორიჯვარი“)გახდნენ.

ბრინჯაოს მედალს კი, ლუკა ცილიკიშვილი (81 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა) დაეუფლა.

ტურნირი თბილისში ჩატარდა.

კვირის ამბები