გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში.
ერთ-ერთი ლოკაცია სადაც სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, კომბინატის დასახლებაში მდებარე ბაქოს ქუჩაა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 280 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, მიერთებები, ბორდიურები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, პანდუსები და საგაზაო ნიშნები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია გარეგანათების მოწყობაც.