საზოგადოება
19.02.2024 15:47
ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებმა გორის უნივერსიტეტში საგანამანთლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (სეიმი) დელეგაცია ეწვია.

სტუმრებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გორის უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე მღებრიშვილს, გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი სოსიაშვილს, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს ლევან მიდოდაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს ზურაბ ზურაბაშვილს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ანა იმნაძეს შეხვდნენ.

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ოფიციალური შეხვედრის დროს საქართველოს და ლატვიის უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განვიხილეთ“, - აღნიშნეს უნივერსიტეტში.

ალექსანდრე მღებრიშვილმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, გიორგი სოსიაშვილმა კი მისი ავტორობით გამოსული ორენოვანი მონოგრაფია - „სამაჩაბლოს ისტორია“ უსახსოვრა.

რაც შეეება დელეგაციის შემადგენლობას, უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ: აგიტე ზარინა სტურე (ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის  განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე), ნაურის პუნტულისი (განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი), ვიტა ბიჭერნიცი (განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის მრჩეველი), ლოლიტა ლენკევიცა (საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი).
კვირის ამბები