საზოგადოება
19.02.2024 11:18
სოფელ მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მუმლაანთკარის გადასახვევიდან (სოფელ ახალუბნიდან) სოფლის ცენტრამდე გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი კეთილმოეწყობა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მუმლაანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო. სოფელში ათეული წლებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებების და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემა კეთდება.

საგზაო უსაფრთხოების მიზნით, გზის გარკვეულ მონაკვეთზე იგეგმება რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობაც.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.

კვირის ამბები