საზოგადოება
19.02.2024 11:01
ქიწნისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 343 მეტრია, ასფალტის საფარი იგება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ქიწნისის მურნეობაში პროექტის მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ლითონის წყალგამტარი მილები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

„პროექტის ფარგლებში მოწერიგდება საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა. სოფელში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები