გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის საათებში +8, ღამით კი +1 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსებით ცნობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, გორში, ძირითადად, უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და დღისით 6-11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი მოსალოდნელია ყინვა.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: 21 თებერვალს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.
22 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანობა, საღამოს საათებში კი მცირე ნალექი, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ნავარაუდევია დღისით +8, ღამით კი 1 გრადუსი ყინვა.
+10 დღისით, ღამით კი +1 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი გორში 23 თებერვალს.
დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი 24 თებერვალს.
25 თებერვალი - დღისით +7, ღამით კი +1;
26 თებერვალი - დღისით +6, ღამით კი 1 გრადუსი ყინვა;
27 თებერვალი - დღისით +9, ღამით კი 2 გრადუსი ყინვა;
28 თებერვალი - დღისით +11, ღამის საათებში კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიკლებს.