საპენსიო სააგენტომ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
31 იანვრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.
„2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 7583 პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 23,444,406.29 ლარი გაიცა“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.