გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეები ტყვიავის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
გიგა გელაშვილმა და ნანი ოქროპირიძემ, გორის მუნიციპალიტეტის ფრაქციის სახელით, საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.
„2023 წლის შემოდგომის მიწურულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ფორუმზე ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სახელმძღვანელოები გასაახლებელია. სწორედ ამის გამო, ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ სკოლისთვის სიმბოლური საჩუქარი გაეკეთებინა და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა. გორის მუნიციპალიტეტში ფრაქციას ოცდასამი წევრი ჰყავს და შესაბამისად, სკოლაში ამდენივე წიგნი ჩავიტანეთ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ნანი ოქროპირიძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება