საზოგადოება
16.02.2024 12:51
წმინდაწყლის დასახლებაში ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძველის მოწყობა ხორციელდება.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და საგზაო მოძრაობის ნიშნების მოწყობა.

204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება.

 „წმინდაწყლის დასახლება ბოლო პერიოდში დაიტვირთა, აშენდა და გაიხსნა ახალი ობიექტები, შესაბამისად,  ქუჩები ტრანსპორტის მოძრაობით გადაიტვირთა. საჭირო გახდა ახალი ქუჩების დაარსება. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადავწყვიტეთ, ამ დასახლებაში ორი ახალი ქუჩის მოწყობა. გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, ახალი გზების დაპროექტება მნიშვნელოვნად განტვირთავს მთავარ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას,“-  აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.  

კვირის ამბები