საზოგადოება
02.03.2020 11:29
გორის ყველა საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება - ნანა ტერმაკოზაშვილი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი GMnews-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ შენობების სპეციალური ხსნარებით დამუშავება არდადეგების პერიოდში მოხდება და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გორის ყველა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება სანიტარულად დამუშავებული იქნება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

კვირის ამბები