საზოგადოება
16.02.2024 12:51
გორელი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსის პირველი ეტაპი დასრულდა

გორელი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსის პირველი ეტაპი დასრულდა, - ინფორმაციას გორის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაკვეთილები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის პირველი ეტაპი თერთმეტმა ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა.

მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში ახორციელებს.

კვირის ამბები