გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება, მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, ღობე და გარე განათება.
შეგახსენებთ, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტს 15 მოედანი შეემატა.