საზოგადოება
14.02.2024 12:43
შინაური ბინადარი ცხოველის ყოლასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები დაინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტიში აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: - ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი - საქმიანობის სტანდარტების დადგენასაც.

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: - შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულებების დარღვევისათვის როგორიცაა ანტირაბიული ვაქცინაცია, საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, დენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ა.შ.

 

კვირის ამბები