საზოგადოება
14.02.2024 12:45
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ჯამში, 100-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობის საერთო კრებებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

„100-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და თითოეულ სოფელში პირადად მოვისმინე ადგილობრივების საჭიროებები.

საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა, ამგვარ შეხვედრებზე ერთობლივად ვმსჯელობთ სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ერთად ვგეგმავთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურადაა ჩართული საკუთარი სოფლის პრობლემების მოგვარებაში და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში. მაქსიმალურად მოხდება ადგილობრივების ინიციატივების გათვალისწინება. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს თვითმმართველობის პროცესში. მათი ჩართულობით, ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კვირის ამბები