საზოგადოება
14.02.2024 12:44
14 თებერვალი ვალენტინობაა

რამდენიმე წელია, სხვა ქვეყნებთან ერთად, 14 თებერვალს საქართველოშიც აღნიშნავენ ვალენტინობას. ვინ იყო ვალენტინი და რატომ იქცა ეს დღე სიყვარულის დღედ:

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, რომელიც 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. ამის გამო ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

ქართულ საზოგადოებაში ვალენტინობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა - ზოგს „სიყვარულის დღის“ აღნიშვნა მოსწონს, ზოგი კი მას არასერიოზულად აღიქვამს, რადგან, როგორც ამბობენ, „ყოველი დღე სიყვარულისაა“. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული და ამ მოტივით უარს ამბობს მის აღნიშვნაზე.
კვირის ამბები