საზოგადოება
13.02.2024 12:18
გორის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სოციალურ პროგრამებზე, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სოციალურ პროგრამებზე, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

საბჭომ, ასევე, განიხილა 2024 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საჯარო კონსულტაციების გამართვა და უკვე წარდგენილი რეკომენდაციების აქტიური ადვოკატირება.

„მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პროგრამის დამატება; საბჭოს საქმიანობის ინკლუზიურობის  გაზრდის მიზნით,  წევრებს შორის დევნილთა თემის წარმომადგენელის დამატება; მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად საბჭოს ჩართულობა და რუსთაველის ქუჩის სატრანსპორტო უსაფრთხოებასა და  ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის გადაჭრა, - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა შევიმუშავეთ გარკვეული წინადადებები, რომელთა  რეკომენდაციის სახით წარდგენამდე მერიასთან  დამატებით კონსულტაციებს  გავმართავთ“, - ნათქვამია მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები