ხელოვნების სახლი პროექტის „ART HOUSE 20 24“ ფარგლებში, საგამოფენო პროექტებისთვის კონკურსს აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია რეგისტრირებულ ორგანიზაციას ან კერძო პირს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების დარგში ოპერირებს, განაცხადი უნდა მოიცავდეს მონაწილეების და პროექტის გუნდის აღწერას, წარმოდგენილი პროექტს უნდა ახლდეს ხელოვანის/ების, კურატორის განაცხადი, კონცეფცია, სამოქმედო გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა ყველა გადასახადის გათვალისწინებით, 4000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
წარმოდგენილი განცხადებებიდან შეირჩევა ოთხი გამოფენა (თითოეულის ვადა ერთიდან ორ თვემდეა), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამთვალიერებელთან შეხვედრას და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
„თითოეული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სახლს შეუძლია შემდეგი მუხლების მხარდაჭერა: გამოფენის მოსამზადებელი ხარჯები და მასალა, მგზავრობა, ცხოვრება, ჰონორარი. ხარჯებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეკვეთილი რეცენზიის მომზადების, გარე ბანერის, პოსტერების და სოც. მედია რეკლამის ხარჯი“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვიზუალური მასალა, ორგანიზაციის/მონაწილეების პორტფოლიოები (PDF ფორმატში) სააპლიკაციო ფორმასთან (drive. google. Com /… / 1i8wOxAjLOOlboANVx2DZxgPuepCrczA9) ერთად, ელექტრონულ მისამართზე arthousegori @ gmail . com უნდა გადააგზავნონ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი.
პროექტი„Art House 20 24“ ხორციელდება„გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.