საზოგადოება
12.02.2024 12:10
გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე, მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩებზე, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს გორის მერია ბინების ქირაობას სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩებზე, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს ბინების ქირაობას სთავაზობს.

სადგურის დასახლებაში მცხოვრებ 7 ოჯახს მერის მოადგილე შეხვდა. აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს თამაზ შიოშვილმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე და საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია.

„მერიამ, არსებული საფრხის შესახებ შვიდივე ოჯახს წერილობითაც აცნობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები