ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კლინიკებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კლინიკას, სადაც პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ.
რაც შეეხება ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიას, როგორც კლინიკებში აღნიშნავენ, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები დეტალების დასაზუსტებლად.
ინფორმაციისთვის, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს.