გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე არსებული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა.
საპროექტო ტერიტორიის ფართობი 6 790 კვადრატული მეტრია, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 1 196 000 ლარის შეადგენს.
„სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, ერთ მხარეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მეორე მხარეს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ესაზღვრება.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: საბავშვო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, გარე მოხმარების სავარჯიშო მოწყობილობები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი,
დაიდგმება სკამები, ურნები, წყლის სოკოები, ფანჩატურები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის მცენარეები“, - აცხადებენ გორის მერიაში.