გორში ბრიტანული სტილის დებატები გაიმართა.
საგანმანათლებლო აქტივობა ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდნენ საუკეთესო მოდებატეები - დავით ბარჯაძე, ლალი გიგაური, ანა გიგაური და ქეთი ქარელიშვილი.
„აქტივობა საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდნენ საუკეთესო მოდებატეები, რომლებიც შესანიშნავ ორატორულ უნარებს ფლობენ. მადლობას ვუხდით მონაწილეებს და ვუსურვებთ წარმატებას“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.