გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას განიხილავს.
შეხვედრა დღეს, 9 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
რაც შეეხება დღის წესრიგს, საბჭოს სახელზე შესული ინიციატივების განხილვა და რუსთაველის ქუჩის საკითხზე მსჯელობაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.