საზოგადოება
09.02.2024 11:54
ექსპორტის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა მეწარმეებს განახლებულ პირობებს სთავაზობს

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამა განახლებული პირობებით გრძელდება.

შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსებას ექსპორტზე ორიენტირებული ან ექსპორტიორი კომპანია შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში შეძლებს. არსებული ბენეფიციარი კი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, განაცხადის გაკეთებას ხელახლა შეძლებს (ბრენდინგის ქვე-კომპონენტის გარდა).

პროგრამის ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს კი  ყავის გადამუშავება, სამშენებლო მასალების, ლითონის კონსტრუქციების და ელექტრონული კომპონენტების წარმოება დაემატა.

„აწარმოე საქართველოში“-ს ექსპორტის სტიმულირების პროგრამა ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ექსპორტის მასტიმულირებელი მექნიზმების დანერგვაში შემდეგი კომპონენტებით: სერტიფიცირება და ლიცენზირება; ბრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო ქსელში შესვლა.
უნდა აღინიშნოს, რომ სერტიფიცირება-ლიცენზირების ქვე-კომპონენტში ბენეფიციარებს განესაზღვრათ განახლებული, 24-თვიანი ვადა სერტიფიკატის/ლიცენზიის წარმოსადგენად“, - ნათქვამია სამთავრობო ორგანიზაცია  „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები