84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ამგვარი შედეგით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, უკვე დამტკიცდა.
პარლამენტმა მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დაამტკიცა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია ;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.