საზოგადოება
29.02.2020 16:11
2-დან 16 მარტამდე, საბავშვო ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ქვეყანაში კორონავირუსის ფაქტების დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, არდადეგები 2-და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ,,გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება", - ვკითხულობთ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადებაში. ასევე, ცნობილი გახდა საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.
არდადეგების პერიოდში, სასკოლო და სკოლამდელი არზრდის დაწესებებულებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაუწევენ.

 

კვირის ამბები