საზოგადოება
08.02.2024 17:19
კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე

ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მოხსენებით გამოვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ერთი რამ გითხრათ, არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას მომავალშიც, შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად, ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც, მითუმეტეს, არავითარი ინტერესი არ აქვს. 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები