გორში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, პროექტის სავარაუდო ღირებულება 966 590 ლარია. რაც შეეხება გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დამონტაჟდება ახალი ლითონის ბადე, რკინა-ბეტონის ფილები, ლითონის კარი, კიბე, ლითონის ღობე, მოეწყობა პანდუსი, ახალი სანიაღვრე, საკანალიზაციო და ელექტო სისტემები. კორტების ტერიტორიაზე დაიგება, ასევე, ახალი საფარი, მოწერიგდება გასახდელებები და სველი წერტილები, დაემატება სკამები, გამოიცვლება ფანჯრები და ჩატარდება სამღებრო და გადახურვის სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სპორტული ობიექტი სრულად დაკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება