საზოგადოება
08.02.2024 15:23
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ზარდიანთკარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ამჯერად, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ზარდიანთკარში იმყოფებოდა.

შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზარდიანთკარში გასულ წელს დაიწყო.

„2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია. პროექტის შედეგად ადგილობრივები რეაბილიტირებულ, გაუმჯობესებულ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა” - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

კვირის ამბები