საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.
პროცედურების თანახმად, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში, შემდგომ კი, პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
რაც შეეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, პარლამენტს მთავრობა შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე.
შეგახსენებთ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. ,,ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.