გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება.
ღონისძიება პოეტის მეგობრების: თამაზ მაყაშვილის, პაპუნა კობერიძის და გიორგი ხორბალაძის ორგანიზებით ჩატარდება.
ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამედროვე ავტორები გაიხსენებენ პოეტთან ურთიერთობის ფრაგმენტებს და მახარობლიძის შემოქმედებიდან ლექსებს წაიკითხავენ.
პოეზიის საღამო 18 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.