გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ლადო კალმახელიძე გახდა. გამარჯვებული გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
გორის მე-2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ლადო კალმახელიძემ ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტული პროექტ ,,ეტალონის“ ჩემპიონატზეოპ[ მოიპოვა, სადაც თანატოლთა შორის საუკეთესო შედეგი - 80 ქულა დააფიქსირა. გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
ჩემპიონატზე მეორე ადგილი 77 ქულით ხიდისთავის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ გიგა ქარქიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი 75 ქულით - წითელუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლიკა მჭედლიძემ დაიკავა. გამარჯვებულებმა გორის მერიისგან საჩუქრები მიიღეს.
ჩემპიონატი გორის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა და მასში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების VIII-XII კლასების ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც საკუთარ სკოლებში გახდნენ ,,ეტალონები“ .
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილეები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, გორის რესურცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და ჩემპიონატის მონაწილეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
„ეტალონი მოსწავლე“ და მისი დამრიგებელი გორის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 100 - 100 ლარს მიიღებენ საჩუქრად.
საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ გორის მერიის მხარადჭერით წლებია ხორციელდება.