გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლები მეშვიდე და მეთვრამეტე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.
შეხვედრა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებმა სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხეს და საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს გორის მეოთხე საბავშვო ბაღშიც.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გორის სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნინო გორგიშელი და სტუდენტები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებმა პატარებს სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ზღაპრები წაუკითხეს და საჩუქრები გადასცეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო ერთიანდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება