გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლაში ახალგაზრდები კერამიკაზე მუშაობის ტექნიკებს დაეუფლებიან.
მოზარდების და ახალგაზრდებისთვის კერამიკის წარმოებას ტრადიციული მეთოდებით ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო-მუზეუმში არსებულ სკოლაში შეისწავლიან. ხელობის დაუფლებასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ სხვადასხვა გამოფენასა თუ კონკურსზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შეგახსენებთ, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის შემსწავლელ სკოლას გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება