საზოგადოება
07.02.2024 17:29
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 14 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ნალექი მოსალოდნელი არ არის, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. 8-11 თებერვალს ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით ნავარაუდევია -1 გრადუსი.

12-14 თებერვალს კი მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

15 თებერვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

კვირის ამბები