სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანსია კვირაში 15 საათიან სამუშაოს მოიცავს და ხელფასი თვეში 250-300 ლარით განისაზღვრება.
დამსაქმებლის ინფორმაციით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;
ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში.
განაცხადის გაკეთების ბოლო თარიღად მითითებულია მიმდინარე წლის 12 თებერვალი.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე კი ჩატარდება გასაუბრება.
სამუშაოს დაწყების თარიღად 19 თებერვალია მითითებული.