საზოგადოება
06.02.2024 15:19
გორის მეცხრე საჯარო სკოლა STEM ოლიმპიადის ფინალშია

ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლა STEM ოლიმპიადის ფინალშია. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, საგანმანათლებლო პროექტში რეგისტრირებული 179 სკოლიდან მეცხრე სკოლის გუნდი მეექვსე ადგილით საუკეთესო ათეულშია.

STEM ოლიმპიადაში ექვსი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი მონაწილეობდა. ფიზიკის მიმართულებით: ლექსო ჯაფარაშვილი და ნინი კავსაძე, მათემატიკის - მარინკა წკრიალაშვილი, მარიამ კობახიძე და თემუკა გალუსტიანცი, ხოლო პროგრამირების მიმართულებით გიორგი გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება ფინალურ ტურს, მოსწავლეები გუნდურად, ელექტრული კომპონენტების (Arduino-ს ნაკრების) საშუალებით შეასრულებენ STEM პროექტებს. იქამდე კი, გუნდის წევრები გაივლიან ტრენინგებს და გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნული მიმართულებით.

ოლიმპიადის ფინალური ტური 12 მაისს ჩატარდება.

ცნობისთვის, STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია.

კვირის ამბები