კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარკვეული წესების შემოღება იგეგმება ინფლუენსერებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარე წელს მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, რომ კონკრეტული პროდუქტის, მომსახურების ან ნივთის შესახებ ვიდეოს თუ სხვა სახის ინფორმაციის გავრცელებისას ინფლუენსერმა მიუთითოს, რომ მას აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთვის დაინტერესებულმა კომპანიამ ან პირმა თანხა გადაუხადა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ინფლუენსერების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს და აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი 2025 უნდა წლისთვის მზად უნდა იყოს. დოკუმენტზე მუშაობისას კი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ევროკავშირის დახმარების პროექტის (Twinning) საერთაშორისო ექსპერტების და მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ექსპერტების გამოცდილებას გაიზიარებს.