საზოგადოება
05.02.2024 15:30
საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დღეიდან დაიწყო

პარლამენტში დღეიდან დაიწყო საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები. კომიტეტებში, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

ამ ეტაპზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. დღეისთვის დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ასევე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, თავდაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის, კულტურისა და სპორტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა.

რაც შეეხება ახალ სამთავრობო პროგრამას, აღნიშნულ პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს 8 თებერვალს გააცნობს, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგება მთავრობის მეთაურად მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

კვირის ამბები