სპორტი
05.02.2024 14:54
გორში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის პირველი მემორიალური ტურნირი გაიმართა

გორმა თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის პირველ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 2011-2012 და2015-2016 წწ. დაბადებული სპორტსმენი გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.

მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ცოტნე ბარამიძის თანაგუნდელები (ყაზახეთიდან და საქართველოდან), ტიტულოვანი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლაში ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირი ტრადიციული გახდება.

შეგახსენებთ, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

კვირის ამბები