საზოგადოება
05.02.2024 14:44
გორის მერია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით პროექტებს ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის  „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით პროექტებს ახორციელებს.

უწყება ცენტრის ბენეფიციარებს ტიხრული მინანქრის შემსწავლელ და მოტორიკის  განმავითარებელ კურსებს უფინანსებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროგრამების განხორციელების მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია, დასაქმების ხელშეწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ინიციატივები გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები