ტურიზმი
05.02.2024 14:43
2024 წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტს 9 477 ვიზიტორი ეწვია

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 თებერვლამდე გორის მუნიციპალიტეტს 9 477 ვიზიტორი ეწვია, - აღნიშნულის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა უმრავლესობა (7 573) უცხოელია.

სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებულია. 2023 წლის იანვარში მუნიციპალიტეტს 10 967 დამთვალიერებელი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.

 

კვირის ამბები