საზოგადოება
02.02.2024 12:13
ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში გორში ნალექი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 3 თებერვალს, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. 3 თებერვალს 18 საათიდან მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, 20 საათიდან კი - თოვა.

4 თებერვალს დღისით ნავარაუდევია +5, ღამით კი -2 გრადუსი, მუნიციპალიტეტის გარკვეულ  მონაკვეთებზე პერიოდულად მოსალოდნელიმცირე წვიმა და თოვლჭყაპი.

დღისით წვიმა, ღამის საათებში კი თოვაა მოსალოდნელი გორში 5 თებერვალს, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღის საათებში +4, ღამით კი 3 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვა, ღამით -2, დღისით კი მხოლოდ +1 გრადუსია მოსალოდნელი გორში სამშაბათს, 6 თებერვალს.

ნალექი შენარჩუნდება 7 თებერვალსაც და ღამით თოვა და -2, დღისით კი ნალექი წვიმის სახით და +4 გრადუსია მოსალოდნელი.

დღე უნალექოდ ჩაივლის 8 თებერვალს, 9-ში კი კვლავ თოვლჭყაპია ნავარაუდევი.

კვირის ამბები