გაზრდილი მგზავრთანაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები მიმდინარე თვის ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს, ხოლო 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველდღიურად შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან მატარებელი 00:30 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 05:38 საათზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისი 00:15 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:14 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სალაროებში, პარტნიორი კომპანიების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.