საზოგადოება
02.02.2024 11:50
გერმანულის შესწავლით დაინტერესებული გორელი ახალგაზრდებისთვის ენის შემსწავლელი უფასო კურსები იწყება

გერმანულის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ენის შემსწავლელი უფასო კურსები იწყება.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი პროექტების - „აღმოაჩინე კავკასია“ და „მოქმედება ჩართულობისთვის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, განაცხადების მიღებას შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმთან ერთად იწყებს.

„თუ ხარ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 14-დან 21 წლამდე ახალგაზრდა, იცი ინგლისური ენა და გსურს ისწავლო გერმანული ენა სასაუბრო დონეზე - ეს შესაძლებლობა შენთვისაა. გერმანული ენის სასაუბრო კურსს გაუძღვებიან გორის განვითარების სააგენტოსა და შიდა ქართლის ფორუმის გერმანელი მოხალისეები. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა ბმულზე: forms.gle /h4cd TxzyAkfk1 xao8“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები