საზოგადოება
01.02.2024 15:02
თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სხვა სფეროში გადანაცვლების სურვილი გამოთქვა.

„მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.

უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. იყო უბრალოდ ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც ანგარიში გავუწიეთ“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანი 43 წლისაა, იგი იურისტია, ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 2012-1016 წლებში, 2020 წლიდან კი პარლამენტის წევრია ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქიდან.

კვირის ამბები